Wednesday, November 19, 2008

როცა გარეგნობა გვატყუებს, ანუ სიყვარულმა ასაკი არ იცის

გიორგი შეყვარებულია, მას უყვარს მარი. მარი 24- საა, გიორგი მხოლოდ 19. მარის ძალიან პატარას შეხედულება აქვს. გიორგი ასაკთან შედარებით ძალიან სერიოზულია. მარი პატარა, გიორგი სერიოზულია, მარი პატარა... და სიყვარული ბრმა , ყრუ, მუნჯი, მოკლედ.. როცა საკუთარ ყურებს არ უჯერებ და არც ძმაკაცების, მეგობრების და ნაცნებების რჩევების გესმის .. როგორც თინეიჯერები ვიტყვით ,,გაბანძდები” ... ჰო, რა იყო. განა ყველა გოგოს მოსწონს მასზე ბევრად პატარა ბიჭები? ასე დაემართა ჩემს მეგობარსაც.. მარიმ განუმარტა, რომ მას მასზე ბავრად უფროსი კაცები მოსწონს, რომ გიორგი, მერე რამ რომ ჭკვიანი, საყვარელი და ამასთან, ძალიან სერიოზული იყო, მას მაინც ბავშვად მიაჩნდა.. დღევანდელ თინეიჯერების უმეტესობას სიყვარულში არ უმართლებს, ხშირია შემთხვევები, როცა ერთმანეთზე უფროსი პიროვნებები უყვარდებათ. ძირითადად ორი შემთხვევაა, როცა ბიჭია უფროსი, საზოგადოება თვლის რომ ნორმალურია, მაგრამ როცა საქმე პირიქითაა.. აქ უკვე ყველა ჩუმდება... არადა ფაქტია, რომ ასაკი მეორე ხარისხოვანია. ან სულაც, მართლა ისეა, როგორც გამონათქვმშია ,, ქალი იმდენისაა, რამდენი წლისაც გამოიყურება და კაცი- რამდენ წლისადაც გრძნობს თავს.” ამას რომ თავი დავანებოთ, ალბათ საინტერესოა, რატომ მოსწონთ უფროსი გოგოები ბიჭებს და გოგონებს კი უფროსი ბიჭები?.. გიორგი თვლის, მარი სწორედ ,,ის” არის.. ნაკითხი, განათლებული, ჭკუადამჯდარი, სერიოზული... მერე რა რომ მასზე უფროსია.. თვლის, რომ ასაკი არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი მათ ურთიერთობაში.. მაგრამ დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს გახდა მარის უარის მიზეზი... არადა გიორგი ხომ ბევრად სერიოზულია ვიდრე მისი ასაკის სხვა ბიჭები?! მარი კი ალბათ მასზე სერიოზული? მართლა გარეგნობა გვატყუებს... ეროსი კი ბრმაცაა, ყრუც და .. სკოლაში რომ ევლო ალბათ ისიც ეცოდინებოდა რომ 19 არ უდრის 25-ს ყოველშემთხვევაში, ქართულ საზოგადოებაში მაინც .. და ჩვენს გმირს აღარ მოუწევდა თავისი დაბადების წლის წყევლა..

ამირანში. . . . . . .

დადას, ბაიას და მაიკოს დღეს ლიტერატურულ კაფე ,,ამირანში” თავიანთი შემოქმედების საღამო აქვთ. დადა და ბაია ნერვიულობენ, უხასიათოდ არიან. მაიკო მაშინ მოდის, როცა უკვე ბევრი ხალხია შეკრებილი კაფეს შესასვლელთან. ენერგიულად ესალმება თითქმის ყველას და მალე ყველაფერი იწყება!.. დადა და ბაია უკვე მეორედ კითხულობენ ლექსებს ამ კაფეში, მაიკო პირველად. მაგიდასთან სადაც ისინი სხედან დიდი ჭიქით წყალი დევს.. იწყებს ყველაზე პატარა, და ასრულებს ყველაზე გამოცდილი.. კითხულობენ ძირითადად ძველ ლექსებს, რადგან შემოქმედებითი პაუზა აქვთ, მაგრამ მაიკომ გაგვაოცა.. შესავალი ,, ეს ლექსი არც ერთ საღამოზე არ წამიკითხავს.. “ ასე დაასრულა “ ,,იმიტომ რომ დღეს დილIთ დავწერე” ... კაფე სავსე იყო თინეიჯერებით.. ალბათ ადმინისტრაცია დარწმუნდება, რომ ინტერიერის შეცვლასთან ერთად ფართის გაზრდაცაა საჭირო.. იქ შეკრებილი საზოგადოება მაგიდებთან განთავსებულ სკამებზე რომ ვერ დაეტია, იატაკზე მოთავსდა . შეხვედრის დასასრულს, კი კარის გაღებაც ჭირდა... მსმენელებს მიღებული ემოციის გან დაცლა და გარეთ გასვლაც გაუჭირდათ... დაცვის პერსონალს კი მათი შენებიდან გაყვანა...პოეზიის ერთი საათი დასრულდა, ახალგაზრდები კი ისვე დაელოდებიან მსგავს შეკრებას..

Sunday, October 12, 2008

პირველი დღე უნივერსიტეტში

პირველი დღე უნივერსიტეტში ჩემთვის, არც მეტი და არც ნაკლები, ეზოში პირველად ჩასვლის ტოლფასი იყო. იგივე ემოცია, სიტუაცია .. და საღამოს ტირილიც კი.

უნივერსიტეტი
ქაოსის, თეთრზე შავით ნაწერის, მუდმივი ღიმილის, გამარჯობა-გაგიმარჯოს..

უნივერსიტეტი
ეს არის ადგილი, სადაც ტენდერია გამოცხადებული თანატოლების თვალში ადგილის დასაკავებლად, სადაც აბიჯებ, გაბიჯებენ და ზურგს გაქცევენ..
სადაც ცხრილები მხოლოდ შენსავით ,,დაბნეულია” და გაუგებარიც..
სადაც ცხრილისთვის უამრავი შენსავით დგას და მაინც შენ ტირი..

უნივერსიტეტი
ადგილი, საიდანაც ვერასოდეს გახვალ ისეთი, როგორიც შემოხვედი და რაც უკეთ მახსოვს:
მე-უკმაყოფილო,
მე-დაღლილი,
მე-ატირებული, მტირალი და ნამტირალევი..

დილა პირველი
,,სტუდენტია ბავშვი”.. ოჯახის წევრები ჩემზე მეტად არიან მოწადინებულები.. ჩემთვის სულერთია…... უფრო მეტიც, არ მინდა წასვლა. მგონია რომ არ ღირს..

გზა პირველად
ფეხით სიარული ჩემი ჰობია. დიდი არაფერი, 3წუთის გზაა, მეტროდან უნივერსიტეტამდე..
შორიდანვე მოჩანს უამრავი სტუდენტი.. ძალიან ბევრი..

ნაცნობი პირველი
,,ინტერნიუსის” სიმინარების მერე არ მინახავს,..არც ერთი.. ერთი, ორი ,სამი. ოთხი..
სალაპარკო ბევრი დაგვიგროვდა, მაგრამ არა უნივერსიტეტზე, უფრო იმ სემინარებზე.. მაშინ ხომ ყველას ჟურნალისტობა გვინდოდა, ახლა??? თავს ვირთობთ, როცა რექტორი გვესალმება და ..
ჩვენი საუბარი ბაღში გავაგრძელეთ... თემა იგივე, კოლექტივიც... ……,,ცოდნის ტაძარი”-გული გვიგრძნობსს?
ვიცინით.

დაბრკოლება პირველი
40 წუთი ცხრილის მოლოდინში, უფრო ზუსტად, რიგში.. მერე აღმოჩნდა, რომ არასწორია..
სისუსტე პირველი
ვიღაც ტირის.. ჰო, მე ვარ ..

კითხვა პირველი
4 წელი ასეთი გაუგებრობა? ასეთი აუდიტორიები, ასეთი.. ასეთი.. უკმაყოფილოც?
ლექცია პირველი
ჩემი პირველი ლექცია გაუგებრობით ერთად თავშეყრილი სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში იყო.. ოღონდ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მივხვდით, რომ ... ლექტორი არ მოვიდოდა და სჯობდა, ისევ ცხრილთან ან დეკანატის კარებთან დაგვეკავებინა რიგი..
უკან გზა პირველი
ვბუზღუნებ თუ ვტირი ვერ გამიგია..

სახლში... პირველად უნივერსიტეტის მერე...

ძალიან განვიცადე... ვიფიქრე, რომ აუცილებლად გადავიდოდი სადმე, ბევრად მოწესრიგებულ უნივერსიტერტში, ან საერთოდ არ ვისწავლიდი ...

წელს??
მეორე კურსელი ვარ ..ჩემს პირველკურსელ მეგობრებს ვეხმარებოდი.. ისინიც ჩემსავით რომ არ..
მე მეღიმება...




თამარ ფოლადაშვილი