Sunday, October 12, 2008

პირველი დღე უნივერსიტეტში

პირველი დღე უნივერსიტეტში ჩემთვის, არც მეტი და არც ნაკლები, ეზოში პირველად ჩასვლის ტოლფასი იყო. იგივე ემოცია, სიტუაცია .. და საღამოს ტირილიც კი.

უნივერსიტეტი
ქაოსის, თეთრზე შავით ნაწერის, მუდმივი ღიმილის, გამარჯობა-გაგიმარჯოს..

უნივერსიტეტი
ეს არის ადგილი, სადაც ტენდერია გამოცხადებული თანატოლების თვალში ადგილის დასაკავებლად, სადაც აბიჯებ, გაბიჯებენ და ზურგს გაქცევენ..
სადაც ცხრილები მხოლოდ შენსავით ,,დაბნეულია” და გაუგებარიც..
სადაც ცხრილისთვის უამრავი შენსავით დგას და მაინც შენ ტირი..

უნივერსიტეტი
ადგილი, საიდანაც ვერასოდეს გახვალ ისეთი, როგორიც შემოხვედი და რაც უკეთ მახსოვს:
მე-უკმაყოფილო,
მე-დაღლილი,
მე-ატირებული, მტირალი და ნამტირალევი..

დილა პირველი
,,სტუდენტია ბავშვი”.. ოჯახის წევრები ჩემზე მეტად არიან მოწადინებულები.. ჩემთვის სულერთია…... უფრო მეტიც, არ მინდა წასვლა. მგონია რომ არ ღირს..

გზა პირველად
ფეხით სიარული ჩემი ჰობია. დიდი არაფერი, 3წუთის გზაა, მეტროდან უნივერსიტეტამდე..
შორიდანვე მოჩანს უამრავი სტუდენტი.. ძალიან ბევრი..

ნაცნობი პირველი
,,ინტერნიუსის” სიმინარების მერე არ მინახავს,..არც ერთი.. ერთი, ორი ,სამი. ოთხი..
სალაპარკო ბევრი დაგვიგროვდა, მაგრამ არა უნივერსიტეტზე, უფრო იმ სემინარებზე.. მაშინ ხომ ყველას ჟურნალისტობა გვინდოდა, ახლა??? თავს ვირთობთ, როცა რექტორი გვესალმება და ..
ჩვენი საუბარი ბაღში გავაგრძელეთ... თემა იგივე, კოლექტივიც... ……,,ცოდნის ტაძარი”-გული გვიგრძნობსს?
ვიცინით.

დაბრკოლება პირველი
40 წუთი ცხრილის მოლოდინში, უფრო ზუსტად, რიგში.. მერე აღმოჩნდა, რომ არასწორია..
სისუსტე პირველი
ვიღაც ტირის.. ჰო, მე ვარ ..

კითხვა პირველი
4 წელი ასეთი გაუგებრობა? ასეთი აუდიტორიები, ასეთი.. ასეთი.. უკმაყოფილოც?
ლექცია პირველი
ჩემი პირველი ლექცია გაუგებრობით ერთად თავშეყრილი სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში იყო.. ოღონდ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მივხვდით, რომ ... ლექტორი არ მოვიდოდა და სჯობდა, ისევ ცხრილთან ან დეკანატის კარებთან დაგვეკავებინა რიგი..
უკან გზა პირველი
ვბუზღუნებ თუ ვტირი ვერ გამიგია..

სახლში... პირველად უნივერსიტეტის მერე...

ძალიან განვიცადე... ვიფიქრე, რომ აუცილებლად გადავიდოდი სადმე, ბევრად მოწესრიგებულ უნივერსიტერტში, ან საერთოდ არ ვისწავლიდი ...

წელს??
მეორე კურსელი ვარ ..ჩემს პირველკურსელ მეგობრებს ვეხმარებოდი.. ისინიც ჩემსავით რომ არ..
მე მეღიმება...




თამარ ფოლადაშვილი